საშვილოსნოს მიომა

საშვილოსნოს მიომა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში რეპროდუქციის ასაკში.მიომა, ანუ იგივე ფიბრომა, არის არა კანცეროგენური წარმონაქმნი საშვილოსნოს კედელში ან მის ირგვლივ. წარმონაქმნი შედგება კუნთოვანი და ფიბროზული ქსოვილისაგან და გვხვდება სხვადასხვა ზომის. ბევრმა ქალმა არც იცის მათი არსებობის შესახებ, რადგან მიომა ხშირად უსიმპტომოა.
ზოგიერთი მათგანი, გამომდინარე ადგილმდებარეობისა, შეიძლება იწვევდეს ძლიერ ვაგინალური სისხლდენებს, ანემიას, დისკომფორტს სქესობრივი აქტის დროს. რა არის მისი გამომწვევი მიზეზები? ზუსტად არავინ იცის. ფიქრობენ, რომ გენეტიკური ფაქტორი, სიმსუქნე და მაღალი არტერიული წნევაც გარკვეულ როლს თამაშობს მის ჩამოყალიბებასა და ზრდაში. თუ მიომა არ იზრდება ზომაში სწრაფად, არ იწვევს სისხლდენასა და ანემიას, შეგვიძლია მხოლოდ 6 თვეში ერთხელ დაკვირვებით შემოვიფარგლოთ, ხოლო თუ მიომა მზარდია და იწვევს სისხლდენას, სასურველია მისი ქირურგიული წესით მოშორება